2003-2005 წლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაფინანსების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
1834
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2002-12-06
გამოქვეყნების თარიღი
2002-12-24
სარეგისტრაციო კოდი
0000.00.00.000000
2003-2005 წლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაფინანსების შესახებ

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

2003-2005 წლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაფინანსების შესახებ

ქვეყნის თავდაცვის უზრუნველყოფის პრიორიტეტულობიდან გამომდინარე და საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმების გაგრძელების მიზნით, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. 2003-2005 წლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება ცენტრალური ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში განისაზღვროს ცენტრალური ბიუჯეტის საბიუჯეტო შემოსავლების არანაკლებ 11,1%-ით.

2. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა (მ. გოგიაშვილმა) უზრუნველყოს საქართველოს პრეზიდენტთან ამ დადგენილების პირველი პუნქტის შეთანხმება და 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.

 

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე                      ნ. ბურჯანაძე

თბილისი,

2002 წლის 6 დეკემბერი.

№1834–Iს

 

კრებსითი — სრული ვერსია