საქართველოს პარლამენტის წევრთა შესაძლო მართლსაწინააღმდეგო ქმედებების გამოვლენის ზოგიერთი ღონისძიების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
1701
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2002-10-25
გამოქვეყნების თარიღი
2002-11-04
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს პარლამენტის წევრთა შესაძლო მართლსაწინააღმდეგო ქმედებების გამოვლენის ზოგიერთი ღონისძიების შესახებ

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

საქართველოს პარლამენტის წევრთა შესაძლო მართლსაწინააღმდეგო ქმედებების გამოვლენის ზოგიერთი ღონისძიების შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

ეთხოვოს საქართველოს გენერალურ პროკურორს, საქართველოს პარლამენტს 2002 წლის ოქტომბრის ბოლომდე:

ა) წარუდგინოს ინფორმაცია იმ პარლამენტართა შესახებ, რომლებზედაც საგამოძიებო ორგანოებს აქვთ მტკიცებულებები, რომ ისინი წარსულში ახორციელებდნენ ან ამჟამად ახორციელებენ დანაშაულებრივ ქმედებებს, და მათ მიმართ მიიღოს ადეკვატური ზომები;

ბ) მოახსენოს იმ მიზეზების შესახებ, რომელთა გამოც დანაშაულის ჩამდენ პარლამენტართა მიმართ არ იქნა მიღებული ადეკვატური ზომები.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარის მოადგილე გ. წერეთელი

თბილისი,

2002 წლის 25 ოქტომბერი.

№1701–Iს

კრებსითი — სრული ვერსია