საქართველოს პარლამენტის დადგენილება
აფხაზეთის პრობლემებთან დაკავშირებული საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
აფხაზეთის პრობლემებთან დაკავშირებულ საქართველოს პარლამენტის დროებით კომისიას 2002 წლის 7 ივნისიდან გაუგრძელდეს უფლებამოსილების ვადა ექვსი თვით.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ნ. ბურჯანაძე
თბილისი,
2002 წლის 21 ივნისი.
№1580–IIს