საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით მსჯავრდებულ პირთა გადაცემის შესახებ” დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის კონვენციასთან შეერთების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
საქართველო შეუერთდეს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის 1998 წლის 6 მარტის „სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით მსჯავრდებულ პირთა გადაცემის შესახებ“ კონვენციას.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე გ. წერეთელი
თბილისი,
2002 წლის 21 ივნისი.
№1570–IIს