საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა და დასჯის წინააღმდეგ“ გაეროს 1975 წლის კონვენციით გათვალისწინებული წამების საწინააღმდეგო კომიტეტის კომპეტენციის აღიარების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
„წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა და დასჯის წინააღმდეგ“ გაეროს 1975 წლის კონვენციის 21-ე და 22-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად საქართველო აღიარებს კონვენციით გათვალისწინებულ წამების საწინააღმდეგო კომიტეტის კომპეტენციას.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ნ. ბურჯანაძე
თბილისი,
2002 წლის 7 ივნისი.
№1493–IIს