საქართველოს პარლამენტის დადგენილება
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოკვლევის საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიისათვის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოკვლევის საქართველოს პარლამენტის დროებით კომისიას გაუგრძელდეს უფლებამოსილების ვადა ექვსი თვით.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ნ. ბურჯანაძე
თბილისი,
2002 წლის 12 აპრილი.
№1374–IIს