ქვეყანაში საარსებო მინიმუმსა და მინიმალურ შემოსავალს შორის თანაფარდობის გადასინჯვის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
1280
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2002-02-14
გამოქვეყნების თარიღი
2002-02-21
სარეგისტრაციო კოდი
0000.00.00.000000
ქვეყანაში საარსებო მინიმუმსა და მინიმალურ შემოსავალს შორის თანაფარდობის გადასინჯვის შესახებ

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

ქვეყანაში საარსებო მინიმუმსა და მინიმალურ შემოსავალს შორის თანაფარდობის გადასინჯვის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

საქართველოს მოქალაქეთა სოციალური დაცვის პოლიტიკის ეფექტიანად განხორციელებისა და „საარსებო მინიმუმის გადაანგარიშების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად:

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების გათვალისწინებით ერთი თვის ვადაში განსაზღვრონ სასურსათო კალათის შემადგენლობა და კვების პროდუქტების მოხმარების ნორმები, დაადგინონ სამომხმარებლო კალათის სასურსათო და არასასურსათო ნაწილებს შორის თანაფარდობა და მოამზადონ საქართველოს კანონის პროექტი „საარსებო მინიმუმის შესახებ“.

2. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, ქვეყანაში საარსებო მინიმუმის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროსა და სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ წარდგენილი წინადადებების საფუძველზე შეიმუშაოს პროგრამა, რომელშიც ეტაპობრივად იქნება განსაზღვრული თანაფარდობა საარსებო მინიმუმსა და მინიმალურ შემოსავალს (მინიმალური პენსია, მინიმალური ხელფასი) შორის.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარის მოადგილე რ. ჯაფარიძე

თბილისი,

2002 წლის 14 თებერვალი.

№1280–IIს

კრებსითი — სრული ვერსია