საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„საქართველოს მთავრობასა და შვეიცარიის ფედერალურ საბჭოს შორის საერთაშორისო სამგზავრო და სატვირთო საავტომობილო გადაზიდვების შესახებ” შეთანხმებისა და თანდართული ოქმის რატიფიცირების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
რატიფიცირებულ იქნეს „საქართველოს მთავრობასა და შვეიცარიის ფედერალურ საბჭოს შორის საერთაშორისო სამგზავრო და სატვირთო საავტომობილო გადაზიდვების შესახებ” შეთანხმება და თანდართული ოქმი.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გ. წერეთელი
თბილისი,
2001 წლის 18 დეკემბერი.
№1194-Iს