„საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 15 დეკემბრის №230 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
86
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2010-03-30
გამოქვეყნების თარიღი
2010-03-31
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 15 დეკემბრის №230 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №86

2010 წლის 30 მარტი

ქ. თბილისი

„საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 15 დეკემბრის №230 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 15 დეკემბრის №230 დადგენილებით (სსმ III, 2009 წელი, №155, მუხლი 1833) დამტკიცებულ საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესსა და პირობებში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეს წესი და პირობები შემუშავებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის XVII1 თავის საფუძველზე და განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შემოსავლების სამსახურსა (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) და გადასახადის გადამხდელს შორის საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესსა და პირობებს.“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

 

კრებსითი — სრული ვერსია