საქართველოს პარლამენტის დადგენილება
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში კონტროლის ქვეკომიტეტის შექმნის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
საგარეო პოლიტიკით დაკავებულ უწყებათა საქმიანობის საპარლამენტო კონტროლის ეფექტიანობის ამაღლების და სრულყოფის მიზნით საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში შეიქმნას კონტროლის ქვეკომიტეტი.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე გ. წერეთელი.
თბილისი,
2001 წლის 23 მაისი.
№877–IIს