საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის გენერალურ შტაბს შორის მარნეულის აეროდრომის მოდერნიზაციისა და ექსპლუატაციის შესახებ“ ოქმის რატიფიცირების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
რატიფიცირებულ იქნეს 2000 წლის 17 ოქტომბრის ანკარის „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის გენერალურ შტაბს შორის მარნეულის აეროდრომის მოდერნიზაციისა და ექსპლუატაციის შესახებ“ ოქმი.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე გ. წერეთელი.
თბილისი,
2001 წლის 30 მარტი.
№838–IIს