საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოკვლევის საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის“ უფლებამოსილების ვადის გაგრძელების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოკვლევის საქართველოს პარლამენტის დროებით კომისიას“ გაუგრძელდეს უფლებამოსილების ვადა ერთი წლის ვადით.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ზ. ჟვანია
თბილისი,
2001 წლის 30 მარტი.
№830–IIს