საქართველოს პარლამენტის დადგენილება
,,ველური ცხოველების მიგრირებადი სახეობების დაცვის“ ბონის კონვენციით გათვალისწინებული ,,შავი ზღვის, ხმელთაშუა ზღვისა და მიმდებარე ატლანტის ოკეანის მცირე ვეშაპისებრთა დაცვის შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
რატიფიცირებულ იქნეს ,,ველური ცხოველების მიგრირებადი სახეობების დაცვის“ ბონის კონვენციით გათვალისწინებული ,,შავი ზღვის, ხმელთაშუა ზღვისა და მიმდებარე ატლანტის ოკეანის მცირე ვეშაპისებრთა დაცვის შესახებ“ შეთანხმება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის
მოადგილე გ. წერეთელი
თბილისი,
2001 წლის 2 მარტი.
№769–IIს