საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. რატიფიცირებულ იქნეს „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება (2000/2001).
2. აღნიშნული შეთანხმებით გათვალისწინებული პროექტების სხვა პროექტებით შეცვლის შემთხვევაში, რის შესაძლებლობასაც იძლევა შეთანხმების 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტი, ცვლილება სარატიფიკაციოდ იქნეს წარდგენილი საქართველოს პარლამენტში.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ზ. ჟვანია
თბილისი,
2000 წლის 24 ნოემბერი.
№613–Iს