საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„ევროპის შეთანხმებასთან, რომელიც ავსებს 1968 წელს ხელმოსაწერად გახსნილ საგზაო კონვენციას საგზაო ნიშნებისა და სიგნალების შესახებ” შეერთების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
საქართველო შეუერთდეს 1971 წლის 1 მაისის „ევროპის შეთანხმებას, რომელიც ავსებს 1968 წელს ხელმოსაწერად გახსნილ საგზაო კონვენციას საგზაო ნიშნებისა და სიგნალების შესახებ”.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე გ. წერეთელი.
თბილისი,
2000 წლის 25 ოქტომბერი.
№570–Iს