საქართველოს პარლამენტის დადგენილება
საინფორმაციო საშუალებებში გამოქვეყნებულ კრიტიკულ (მამხილებელ) მასალებზე რეაგირების დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. შეიქმნას საინფორმაციო საშუალებებში გამოქვეყნებულ კრიტიკულ (მამხილებელ) მასალებზე რეაგირების დროებითი საპარლამენტო კომისია.
2. კომისიის უფლებამოსილების ვადა განისაზღვროს 1 წლით.
3. კომისიის შემადგენლობა განისაზღვროს 18 წევრით.
4. კომისიის თავმჯდომარემ დადგენილი წესით წარუდგინოს პარლამენტის პლენარულ სხდომას კომისიის შემადგენლობა დასამტკიცებლად.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ზ. ჟვანია
თბილისი,
2000 წლის 29 სექტემბერი.
№531–Iს