საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და რუმინეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
რატიფიცირებულ იქნეს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და რუმინეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ“ ბუქარესტის 1998 წლის 7 დეკემბრის შეთანხმება.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე გ. წერეთელი
თბილისი,
2000 წლის 28 ივნისი.
№427–IIს