საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის წევრი ქვეყნების მთავრობებს შორის დანაშაულთა და, კერძოდ, მის ორგანიზებულ ფორმებთან ბრძოლის თაობაზე“ ხელშეკრულების რატიფიცირების შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. რატიფიცირებულ იქნეს 1998 წლის 2 ოქტომბრის კერკირაშის „შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის წევრი ქვეყნების მთავრობებს შორის დანაშაულთა და, კერძოდ, მის ორგანიზებულ ფორმებთან ბრძოლის თაობაზე“ ხელშეკრულება.
2. აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საქართველოს იურისდიქციის სრულ აღდგენამდე საქართველო იხსნის პასუხისმგებლობას აღნიშნულ ტერიტორიებზე მოცემული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე გ. წერეთელი
თბილისი,
2000 წლის 16 მაისი
№309 – IIს