„საქართველოს საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 19 თებერვლის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
67
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2010-03-10
გამოქვეყნების თარიღი
2010-03-12
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).00.000000
„საქართველოს საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 19 თებერვლის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №67

2010 წლის 10 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 19 თებერვლის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 19 თებერვლის №38 დადგენილებაში (სსმ III, 2010 წელი, №22,  მუხლი 273) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, შეიქმნას საქართველოს საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების საბჭო შემდეგი შემადგენლობით:

კახა სეხნიაშვილი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის უფროსი, საბჭოს თავმჯდომარე

მარინა აბრამიშვილი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველოს უფროსი

გრიგოლ გობეჯიშვილი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე

ალექსანდრე თევდორაძე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

ირაკლი სირაძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

გიორგი ჩახნაშვილი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე

ირმა ხუციშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს ცენტრალური საბუღალტრო სამსახურის უფროსი.“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი  ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია