„მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანების დოკუმენტების პაკეტთან“ შეერთების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
265
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2000-04-20
გამოქვეყნების თარიღი
2000-04-25
სარეგისტრაციო კოდი
0000.00.00.000000
„მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანების დოკუმენტების პაკეტთან“ შეერთების თაობაზე

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

„მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანების დოკუმენტების პაკეტთან“ შეერთების თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

საქართველო შეუერთდეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებისათვის აუცილებელ შემდეგ დოკუმენტებს:

1. 1994 წლის გენერალური შეთანხმება ტარიფებსა და ვაჭრობაზე;

2. შეთანხმება სოფლის მეურნეობის შესახებ;

3. შეთანხმება სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომების გამოყენების შესახებ;

4. შეთანხმება საფეიქრო ნაწარმისა და ტანსაცმლის შესახებ;

5. შეთანხმება ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების შესახებ;

6. შეთანხმება ვაჭრობასთან დაკავშირებული საინვესტიციო ზომების შესახებ;

7. შეთანხმება ტარიფებსა და ვაჭრობაზე 1994 წლის გენერალური შეთანხმების VI მუხლის გამოყენებაზე;

8. შეთანხმება ტარიფებსა და ვაჭრობაზე 1994 წლის გენერალური შეთანხმების VII მუხლის განხორციელების შესახებ;

9. შეთანხმება გადაზიდვისწინა ინსპექციის შესახებ;

10. შეთანხმება წარმოშობის წესების შესახებ;

11. შეთანხმება იმპორტის ლიცენზირების პროცედურების შესახებ;

12. შეთანხმება სუბსიდიებისა და საკომპენსაციო ზომების შესახებ;

13. გენერალური შეთანხმება მომსახურებით ვაჭრობაზე;

14. ხელშეკრულება უსაფრთხოების ზომების შესახებ;

15 შეთანხმება ინტელექტუალური საკუთრების უფლებებით ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ;

16. შეთანხმება დავების მოგვარების მარეგულირებელი წესებისა და პროცედურების შესახებ;

17. სავაჭრო პოლიტიკის გადასინჯვის მექანიზმი;

18. შეთანხმება სამოქალაქო ავიატექნიკით ვაჭრობის შესახებ;

19. შეთანხმება ფინანსურ მომსახურებებთან დაკავშირებული ვალდებულებების შესახებ.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია

თბილისი,

2000 წლის 20 აპრილი.

№265–IIს

კრებსითი — სრული ვერსია