„საქართველოს კონსტიტუციაში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2000 წლის 20 აპრილის საქართველოს კონსტიტუციური კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
261
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2000-04-20
გამოქვეყნების თარიღი
2000-04-25
სარეგისტრაციო კოდი
0000.00.00.000000
„საქართველოს კონსტიტუციაში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2000 წლის 20 აპრილის საქართველოს კონსტიტუციური კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

„საქართველოს კონსტიტუციაში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2000 წლის 20 აპრილის საქართველოს კონსტიტუციური კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტს 2000 წლის 15 სექტემბრამდე წარუდგინოს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი.

2. დაევალოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს, 2000 წლის 30 აპრილამდე უზრუნველყოს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის შემმუშავებელ სახელმწიფო კომისიაში პარლამენტის შემადგენლობიდან წევრების განსაზღვრა.

3. დაევალოს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, კანონირებისა და ადმინისტრაციულ რეფორმების კომიტეტს, აფხაზეთის პრობლემებთან დაკავშირებული საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის, საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „აფხაზეთის“ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მონაწილეობით შეიმუშაოს წინადადებები აფხაზეთის სტატუსის განმსაზღვრელი კონსტიტუციური კანონის შესახებ და პარლამენტს წარუდგინოს 2000 წლის საშემოდგომო სესიისათვის.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე ზ. ჟვანია

თბილისი,

2000 წლის 20 აპრილი

№261–IIს

კრებსითი — სრული ვერსია