,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
64
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2010-03-02
გამოქვეყნების თარიღი
2010-03-05
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №64

2010 წლის 2 მარტი

 ქ. თბილისი

„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კა­ნონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქ­ტის შესა­ბა­მისად, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართ­ვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარ­ტის №57 დადგენილებაში (სსმ III, 2009 წელი, მუხლი 430) შეტანილ იქნეს ცვლილება და 79-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაე­მატოს „ლ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ლ) „ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგ­­მის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 26 იანვრის №11 დადგენილებით გათვალისწინებული ასაშე­ნებელი და სარეკონსტრუქციო ობიექტები, გარდა საქართველოს მთავრობის განკარგულებით განსაზღვრული გამონაკლისი შემ­თხვე­ვებისა.“.

    მუხლი 2.

 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2008 წლის 15 აგვისტოდან წარმო­შობილ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრი                      ნ. გილაური

 

კრებსითი — სრული ვერსია