,,ქ. ბათუმში მშენებლობის სტიმულირების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
59
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2010-02-25
გამოქვეყნების თარიღი
2012-09-08
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
,,ქ. ბათუმში მშენებლობის სტიმულირების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №59

2010 წლის 25 თებერვალი

ქ. თბილისი

ქ. ბათუმში მშენებლობის სტიმულირების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ

 მუხლი 1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლება­მო­სილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კა­ნონის მე-5 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე დამტკიცდეს ქ. ბა­თუმში მშენებლობის სტიმულირების სახელ­მწიფო მიზნობ­რივი პროგრამა (შემდგომში – პროგრამა).

 მუხლი 2. ეთხოვოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავ­­­რობას პროგრამის განხორცი­ე­ლე­ბასთან დაკავშირებული და პროგრამით განსაზღვრული ხარ­­­ჯების აჭარის ავტონომიური რეს­პუბლიკის შემდგომი წლე­ბის ბიუჯეტში გათვა­ლის­წინება.

 მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს მთავრობის 201 2 წლის 8 სექტემბრის დადგენილება №372 - ვებგვერდი, 10.09.2012წ.

ქ. ბათუმში მშენებლობის სტიმულირების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა

    მუხლი 1.

ქ. ბათუმში მშენებლობის სტიმულირების სა­ხელ­მწიფო მიზნობრივი პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) მიზნები

პროგრამის მიზნებია:

ა) ქ. ბათუმში დაწყებული მშენებლობების დასრულება;

ბ) მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება;

გ) სამშენებლო ბიზნესის სტიმულირება;

დ) წინაპირობების შექმნა, რათა საფინანსო ორგანიზაციებმა მონაწილეობა მიიღონ მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გა­უმ­ჯობესების პროცესში;

ე) ქ. ბათუმის მერიის საცხოვრებელი ფონდის გაზრდა;

ვ) სოციალურად დაუცველი ოჯახების საცხოვრებელი ფარ­თობებით დაკმაყოფილება.

    მუხლი 2. პროგრამის ამოცანები

პროგრამის ამოცანებია:

ა) მენაშენეებთან ან/და დამკვეთებთან თანამშრომლობით ნება­ყოფლობით საწყისებზე მოსახლეობის საცხოვრებელი პირო­ბების გაუმჯობესება;

ბ) მექანიზმების შექმნა, რომლებიც ხელს შეუწყობენ:

ბ.ა) მიმდინარე მშენებლობათა დასრულებას;

ბ.ბ) მენაშენეების ან/და დამკვეთებისა და საფინანსო ორგანი­ზაციების ნებაყოფლობით მონაწილეობას მოსახლეობის საცხოვ­რე­ბელი პირობების გაუმჯობესების პროცესში.

    მუხლი 3. პროგრამის პრინციპები

1. პროგრამა განხორციელდება თვითმმართველი ქალაქი ბა­თუ­­მის ტერიტორიაზე.

2. პროგრამაში მონაწილე პირთა (შემდგომში – მხარეები) პრო­გ­რამაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.

    მუხლი 4. მხარეები

1. პროგრამაში მონაწილეობას მიიღებენ:

ა) მენაშენეები ან/და დამკვეთები, რომელთაც ხელშეკრულების საფუძ­ველზე ნაკისრი აქვთ ან შემდგომში იკისრებენ საცხოვრებელი ფართობების გადაცემის ვალდებულებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან/და თვითმმართველი ქალაქი ბათუმისათვის, და რომლებიც აკმაყო­ფილებენ პროგრამაში მონაწილეობის სხვა პირობებს;

ბ) საფინანსო ორგანიზაციები, რომლებიც დააფინანსებენ შე­სა­ბა­მის პროექტს;

გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, რომელიც კისრულობს ვალდებულებას, რომ საფინანსო ორგანიზაციების მო­ვა­ლეების მიერ მათზე პროგრამის მიზნობრიობით გაცემული საკრე­დიტო ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და აჭარის ავტო­ნომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ საფინანსო ორგანი­ზაციებთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემ­თხვევებში საფინანსო ორგანიზაციებისაგან პირდაპირი მოლა­პა­რაკების გზით შეიძინოს მათი მოთხოვნები და მათი უზრუნველ­ყოფის მიზნით გამოყენებული უძრავი ნივთი ან მასთან დაკავ­ში­რებული არამატერიალური ქონებრივი სიკეთე (შემდგომში – მოთ­ხოვნები).

2. მენაშენეების ან/და დამკვეთების შერჩევის დამატებით კრი­ტერიუმებს განსაზღვრავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავ­რობა.

საქართველოს მთავრობის 201 2 წლის 8 სექტემბრის დადგენილება №372 - ვებგვერდი, 10.09.2012წ.

    მუხლი 5. მხარეთა უფლებები და ვალდებულებები

1. ამ პროგრამის მიზნებისათვის აჭარის ავტონომიური რეს­პუბლიკის მთავრობა განსაზღვრავს მოთხოვნების შესასყიდ ღირე­ბულებას.

2. მენაშენე ან/და დამკვეთი ვალდებულია, პროგრამაში მონა­წილეობისათვის წარადგინოს:

ა) მათსა და საფინანსო ორგანიზაციას შორის დადებული ხელ­შეკრულება ან საფინანსო ორგანიზაციის წერილობითი თანხ­მობა, რომელიც უნდა ადასტურებდეს საფინანსო ორგანიზაციის ვალდებულებას, მენაშენეზე ან/და დამკვეთზე გასცეს კრედიტი შემდეგ ძირითად გარემოებათა არსებობის საფუძველზე:

ა.ა) მენაშენე ან/და დამკვეთი მონაწილეობას იღებს პროგ­რამის განხორციელებაში;

ა.ბ) საფინანსო ორგანიზაცია აჭარის ავტონომიური რესპუბ­ლიკის მთავრობასთან გააფორმებს ამ პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფინანსო ორ­განიზაციის მოთხოვნათა უზრუნველყოფის შესაბამის ხელშეკრუ­ლებას;

ბ) პროგრამაში მონაწილეობისათვის მათსა და ქალაქ ბათუ­მის მერიას ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავ­რობის შე­საბამის ორგანოსთან გაფორმებული ხელშეკრულება ან/და პროგ­რამაში მონაწილეობის სხვა პირობების დაკმა­ყოფილების დამა­დასტურებელი დოკუმენტაცია.

3. მენაშენის ან/და დამკვეთის პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობის მიღების შემთხვევაში, აჭარის ავტონომიური რეს­პუბლიკის მთავრობა შესაბამის საფინანსო ორგანიზაციასთან აფორ­მებს ამ პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვე­პუნქტით განსაზღვრულ ხელშეკრულებას.

4. მენაშენე, დამკვეთი და საფინანსო ორგანიზაცია უფლე­ბამოსილი არიან, საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვრონ აღ­ნიშნული პროგრამის ფარგლებში გასაცემ კრედიტთან დაკავ­შირებული ხელშეკრულების დადების საჭიროება და ამ ხელ­შეკ­რულების პირობები.

    მუხლი 6. პროგრამის შესრულების მონიტორინგი

პროგრამის შესრულების მონიტორინგს ახორციელებს აჭა­რის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.

 

კრებსითი — სრული ვერსია