საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის სასაზღვრო საკითხებში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
რატიფიცირებულ იქნეს „საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის სასაზღვრო საკითხებში თანამშრომლობის შესახებ" 1998 წლის 3 ნოემბრის შეთანხმება.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე ე. სურმანიძე
თბილისი,
1998 წლის 25 ნოემბერი.
№1691–I ს