საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მთავრობას შორის სამთავრობო კავშირგაბმულობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
რატიფიცირებულ იქნეს „საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მთავრობას შორის სამთავრობო კავშირგაბმულობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ 1997 წლის 26 ოქტომბრის შეთანხმება.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე ე. სურმანიძე
თბილისი,
1998 წლის 28 ოქტომბერი.
№1658–I ს