საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998) 209-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. აკრძალულია პარლამენტის ბიუროს, კომიტეტების, ფრაქციების, დროებითი კომისიების სხდომათა მიმდინარეობისას მობილური ტელეფონებით სარგებლობა. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში გადაწყვეტილებას სანქციის (გაფრთხილება, გაფრთხილება ოქმში შეტანით, სხდომის დატოვება) გამოყენებაზე იღებს სხდომის თავმჯდომარე".
II. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პალამენტის
თავმჯდომარის მოადგილე ე. სურმანიძე
თბილისი,
1998 წლის 29 მაისი
№1411 –IIს