ეროვნული თანხმობის ხელშემწყობი დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
1338
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1998-04-14
გამოქვეყნების თარიღი
1998-04-30
სარეგისტრაციო კოდი
0000.00.00.000000
ეროვნული თანხმობის ხელშემწყობი დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნის შესახებ

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

ეროვნული თანხმობის ხელშემწყობი დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნის შესახებ

 საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს კონსტიტუციის 56-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და და „საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ქვეყანაში ეროვნული თანხმობის მიღწევისა და ექსპრეზიდენტის მხარდამჭერთა შემორიგების უზრუნველსაყოფად შეიქმნას ეროვნული თანხმობის ხელშემწყობი დროებითი საპარლამენტო კომისია.

2. კომისიის გამოსაკვლევ საკითხთა წრეს მიეკუთვნოს მისი კომპეტენციის ფარგლებში ექსპრეზიდენტის მხარდამჭერთა ჯგუფებისა და შეიარაღებული ფორმირებების შემორიგების მიზანშეწონილობის საკითხის გადაწყვეტა, კონკრეტულ პრობლემებზე პეტიციების, საჩივრების, თხოვნა-მიმართვებისა და შუამდგომლობების შესწავლა, რეკომენდაციების მიღება, ეროვნული თანხმობის ხელშეწყობის პროგრამების შემუშავება და განხორციელება, საქართველოს პრეზიდენტის მოთხოვნის შესაბამისად დიდი შერიგების უზრუნველსაყოფად საკანონმდებლო წინადადებების მომზადება.

3. კომისიის უფლებამოსილების ვადა განისაზღვროს ერთი წლით.

4. კომისიის შემადგენლობა განისაზღვროს 17 წევრით.

5. კომისიის თავმჯდომარემ 3 დღის ვადაში საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს კომისიის წევრობის კანდიდატების სია, ხოლო 10 დღის ვადაში პარლამენტის ბიუროს დასამტკიცებლად წარუდგინოს კომისიის თავმჯდომარის მოადგილისა და კომისიის მდივნის კანდიდატურები.

 საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარის მოადგილე            ვ. ყოლბაია

 თბილისი,

1998 წლის 14 აპრილი.

№1338–IIს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია