„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
3366
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2010-07-06
გამოქვეყნების თარიღი
2010-07-20
სარეგისტრაციო კოდი
230.000.000.05.001.004.109
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998, გვ. 37) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „თ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ1) საარბიტრაჟო წარმოებასთან დაკავშირებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების ან ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებაზე, თუ განმცხადებელი ფიზიკური პირია, – 50 ლარი, ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია – 150 ლარი, თუკი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                                            მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 6 ივლისი.

№3366–რს

კრებსითი — სრული ვერსია