საქართველოს პარლამენტის დადგენილება
საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის განვითარების საკრედიტო ხელშეკრულების (მუნიციპალური განვითარებისა და დეცენტრალიზაციის პროექტი) რატიფიკაციის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
რატიფიცირებულ იქნეს საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის 1997 წლის 15 სექტემბრის განვითარების საკრედიტო ხელშეკრულება (მუნიციპალური განვითარებისა და დეცენტრალიზაციის პროექტი).
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე ე. სურმანიძე
თბილისი,
1997 წლის 11 დეკემბერი.
№1155–Iს