საქართველოს კანონმდებლობის ევროპის კავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
828
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1997-09-02
გამოქვეყნების თარიღი
1997-09-10
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.09.001.001.016
საქართველოს კანონმდებლობის ევროპის კავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის შესახებ

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

საქართველოს კანონმდებლობის ევროპის კავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის შესახებ

 საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. ევროპის საერთაშორისო სტრუქტურებთან საქართველოს ინტეგრაციის პროცესების განვითარების, სამართლებრივი სისტემების დაახლოებისა და ჰარმონიზაციის, ევროპის კავშირის მიერ აღიარებულ პრინციპებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, 1998 წლის 1 სექტემბრიდან საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ყველა კანონი და სხვა ნორმატიული აქტი უნდა შეესაბამებოდეს ევროპის კავშირის მიერ დადგენილ სტანდარტებსა და ნორმებს.

2. საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომის განსახილველად წარმოდგენილი კანონპროექტის განმარტებით ბარათში, შედარებითი ანალიზის საფუძველზე, ასახული უნდა იყოს საერთაშორისო ნორმების მოთხოვნები და ამ მოთხოვნებთან კანონპროექტის შესაბამისობა.

3. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ 1997 წლის 1 ნოემბრამდე პარლამენტის ბიუროს წარუდგინოს წინადადებები ამ დადგენილების პირველ პუნქტში გათვალისწინებულ საკითხთა განსახორციელებლად ტექნიკური უზრუნველყოფის აუცილებელ ღონისძიებათა ნუსხის თაობაზე.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდ     ომარე ზ. ჟვანია

 თბილისი,

1997 წლის 2 სექტემბერი.

№828-Iს

კრებსითი — სრული ვერსია