საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის დანაშაულის ჩამდენ პირთა გადაცემის შესახებ, მათი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის ან განაჩენის სისრულეში მოყვანისათვის“ ხელშეკრულების რატიფიკაციის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
რატიფიცირებულ იქნეს „საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის დანაშაულის ჩამდენ პირთა გადაცემის შესახებ, მათი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის ან განაჩენის სისრულეში მოყვანისათვის“ 1996 წლის 17 სექტემბრის ხელშეკრულება.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე ე. სურმანიძე
თბილისი,
1997 წლის 5 მარტი.
№595–II ს