„სახელმწიფო გადასახადებიდან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში ანარიცხების გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივების შესახებ“ საქართველოს კანონის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
436
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1996-10-16
გამოქვეყნების თარიღი
1996-11-21
სარეგისტრაციო კოდი
0000.00.00.000000
„სახელმწიფო გადასახადებიდან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში ანარიცხების გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივების შესახებ“ საქართველოს კანონის თაობაზე

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

„სახელმწიფო გადასახადებიდან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში ანარიცხების გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივების შესახებ“ საქართველოს კანონის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. „სახელმწიფო გადასახადებიდან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში ანარიცხების გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივების შესახებ“ საქართველოს კანონი ამოქმედდეს 1997 წლის 1 იანვრიდან.

2. დაევალოს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოებს, საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების მმართველობის ადგილობრივ ორგანოებს შესაბამისი ტერიტორიული ერთეულების 1997 წლის ბიუჯეტების პროექტების ფორმირება განახორციელონ „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 29 მაისის კანონისა და ამ დადგენილების პირველ პუნქტში აღნიშნული კანონის შესაბამისად.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარის მოადგილე ე. სურმანიძე

თბილისი,

1996 წლის 16 ოქტომბერი.

№436–Iს

კრებსითი — სრული ვერსია