„სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
425
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1996-10-15
გამოქვეყნების თარიღი
1996-11-21
სარეგისტრაციო კოდი
0000.00.00.000000
„სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის თაობაზე

 საქართველოს პარლამენტის დადგენილება

„გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს კანონი „გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ“ ამოქმედდეს 1997 წლის 1 იანვრიდან.

2. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს უზრუნველყოს, რომ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ 1997 წლის 1 იანვრამდე შეიმუშაოს და დაამტკიცოს დებულებები „გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის პროცედურით დადგენილი მეოთხე კატეგორიის საქმიანობის ჩამონათვალის შესახებ“ და „გარემოსდაცვითი ნებართვის მისაღებად წარსადგენი განაცხადის და გარემოსდაცვითი ნებართვის გაფორმების წესის შესახებ“. ეს დებულებები ამოქმედდეს 1997 წლის 1 იანვრიდან.

3. საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა:

ა) შეიმუშაოს და საქართველოს პარლამენტს 1998 წლის 1 იანვრამდე განსახილვევლად წარუდგინოს კანონპროექტი „გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“;

ბ) საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტებთან ერთად შეიმუშაოს და საქართველოს პარლამენტს 1997 წლის 1 ივნისამდე განსახილველად წარუდგინოს კანონპროექტი „გარემოსდაცვითი ნებართვის მოსაკრებლის შესახებ“;

გ) საქართველოს პარლამენტის საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტთან ერთად შეიმუშაოს და საქართველოს პარლამენტს 1997 წლის 1 ივნისამდე განსახილველად წარუდგინოს კანონპროექტები „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალ-დარღვევათა კოდექსში ცვლილებათა და დამატებათა შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებათა და დამატებათა შესახებ“. 

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარის მოადგილე ე. სურმანიძე

თბილისი,

1996 წლის 15 ოქტომბერი.

№425–Iს

კრებსითი — სრული ვერსია