„გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
373
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1996-09-06
გამოქვეყნების თარიღი
1996-10-17
სარეგისტრაციო კოდი
0000.00.00.000000
„გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების თაობაზე

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

„გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. „გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის ბოლომდე უზრუნველყოს კანონის რეალიზაციისათვის აუცილებელი ნორმატიული აქტების მომზადება და მიღება.

3. დაევალოთ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტებს შეიმუშაონ და საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარუდგინონ კანონპროექტი ამ კანონის მიღებასთან დაკავშირებით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ.

4. ძალადაკარგულად ჩაითვალოს ყველა ნორმატიული აქტი ან ცალკეული ნორმა, რომელიც ეწინააღმდეგება ამ კანონის მოთხოვნებს.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე ზ. ჟვანია

თბილისი,

1996 წლის 5 სექტემბერი.

№373–Iს

კრებსითი — სრული ვერსია