„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
324
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1996-06-27
გამოქვეყნების თარიღი
1996-07-30
სარეგისტრაციო კოდი
0000.00.00.000000
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის თაობაზე

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ“ საქართველოს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 10 ივნისის №451 დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკის მოსახლეობის რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ დებულების თაობაზე“ და სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოთა მიერ მიღებული ყველა სხვა კანონქვემდებარე აქტი ან მათი ცალკეული ნორმა,რომელიც ეწინააღმდეგება ამ კანონს.

3. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე დაამტკიცოს დებულება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და კონფლიქტების შემდეგ იქ დარჩენილი მოსახლეობის მოქალაქეობის დადგენის, რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების დროებითი და განსაკუთრებული წესების შესახებ.

4. რეკომენდაცია მიეცეთ საქართველოს შინაგან საქმეთა და მმართველობის ადგილობრივ ორგანოებს შეამცირონ შესაბამისი სამსახურების აპარატები.

5. დაევალოთ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ეკონომიკური რეფორმებისა და პოლიტიკის კომიტეტებს შეისწავლონ საქართველოში მცხოვრებ უცხოელ ინვესტორთა სავიზო გადასახადებისაგან გათავისუფლების საკითხი.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარის მოადგილე ე. სურმანიძე

თბილისი,

1996 წლის 27 ივნისი.

№324–IIს

კრებსითი — სრული ვერსია