საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1996-03-21
გამოქვეყნების თარიღი
1996-04-04
სარეგისტრაციო კოდი
0000.00.00.000000
საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დებულების ტექსტში სიტყვები „ საქართველოს რესპუბლიკის“ შეიცვალოს სიტყვით „ საქართველოს“ .

2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 3. აუდიტორული საბჭოს მართვა და ორგანიზაციული სტრუქტურა

აუდიტორული საბჭოს მართვის უმაღლესი ორგანოა აუდიტორული საბჭოს კოლეგია. კოლეგიას ჰყავს თავმჯდომარე, რომელიც იმავდროულად არის აუდიტორული საბჭოს თავმჯდომარე.

აუდიტორული საბჭოს საქმიანობას ოპერატიულად მართავს აუდიტორული საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას – თავმჯდომარის მოადგილე.

აუდიტორული საბჭოს თავმჯდომარეს და მის მოადგილეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პარლამენტი.

აუდიტორული საბჭოს კოლეგიის შემადგენლობას აუდიტორული საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტის ბიურო.

3. მე-6 მუხლის პირველ პუნქტში სიტყვები „ რესპუბლიკური ბიუჯეტი“ შეიცვალოს სიტყვებით „ სახელმწიფო ბიუჯეტი“ .

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე                       ე. სურმანიძე 

თბილისი,

1996 წლის 21 მარტი.

კრებსითი — სრული ვერსია