„საქართველოს რესპუბლიკაში საგზაო ფონდის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის ამოქმედების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
803
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1995-09-02
გამოქვეყნების თარიღი
1995-09-02
სარეგისტრაციო კოდი
0000.00.00.000000
„საქართველოს რესპუბლიკაში საგზაო ფონდის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის ამოქმედების თაობაზე

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

„საქართველოს რესპუბლიკაში საგზაო ფონდის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის ამოქმედების თაობაზე

1. საქართველოს რესპუბლიკის კანონი „საქართველოს რესპუბლიკაში საგზაო ფონდის შესახებ“ ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა განსაზღვროს საქართველოს რესპუბლიკის საგზაო ფონდის გადასახადების ამოღებისა და მიზნობრივი გამოყენების წესი.

3. საქართველოს რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური ინფორმაციის კომიტეტმა დააზუსტოს საქართველოს რესპუბლიკის საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე დანახარჯების ანგარიშგების წესი.

4. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს წარმოადგინოს წინადადებანი მოქმედ კანონმდებლობაში სათანადო ცვლილებების შეტანის შესახებ. 

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე – სახელმწიფოს

მეთაური  ე. შევარდნაძე

თბილისი,

1995 წლის 2 სექტემბერი.

№803

 

კრებსითი — სრული ვერსია