საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„დაქირავებულთა გადაბირების, გამოყენების, დაფინანსებისა და გაწვრთნის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ ნიუ-იორკის საერთაშორისო კონვენციასთან საქართველოს რესპუბლიკის შეერთების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. შეუერთდეს საქართველოს რესპუბლიკა „დაქირავებულთა გადაბირების, გამოყენების, დაფინანსებისა და გაწვრთნის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ ნიუ-იორკის საერთაშორისო კონვენციას.
2. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს აცნობოს ეს კონვენციის დეპოზიტარ სუბიექტებს.
საქართველოს პარლამენტის სპიკერი ვ. გოგუაძე
თბილისი,
1995 წლის 3 მაისი.
№731–IIს