საქართველოს რესპუბლიკის საკოლმეურნეობათაშორისო და მუნიციპალური ტყეების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
671
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1995-03-07
გამოქვეყნების თარიღი
1995-03-07
სარეგისტრაციო კოდი
0000.00.00.000000
საქართველოს რესპუბლიკის საკოლმეურნეობათაშორისო და მუნიციპალური ტყეების შესახებ

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

საქართველოს რესპუბლიკის საკოლმეურნეობათაშორისო და მუნიციპალური ტყეების შესახებ

ითვალისწინებს რა საქართველოს ტყეებში შექმნილ უმძიმეს ვითარებას და ერთიანი სახელმწიფო სატყეო სამსახურის შექმნის საჭიროებას, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა:

ა) ორი თვის ვადაში უზრუნველყოს საკოლმეურნეობათაშორისო და მუნიციპალური ტყეების გადაცემა საქართველოს რესპუბლიკის სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის გამგებლობაში;

ბ) მოაწყოს ტყეების მოვლა - პატრონობასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის ობიექტების ინვენტარიზაცია და საქართველოს რესპუბლიკის სატყეო მეურნეობის დეპარტამენტისათვის გადაცემა;

გ) რეგულარულად აცნობოს აღნიშნული დადგენილების შესრულების მიმდინარეობა საქართველოს პარლამენტს.

 

საქართველოს პარლამენტის

სპიკერი ვახტანგ გოგუაძე

 

თბილისი

1995 წლის 7 მარტი

№671–11ს

 

კრებსითი — სრული ვერსია