საქართველოს პარლამენტის დადგენილება
ქობულეთის რაიონის ულიანოვკის თემისა და სოფელ ზედა ულიანოვკის სახელწოდების შეცვლის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
დამტკიცდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1994 წლის 31 მარტის დადგენილება ქობულეთის რაიონის ულიანოვკის თემისა და სოფელ ზედა ულიანოვკის სახელწოდების შეცვლის შესახებ და შესაბამისად ეწოდოს საჩინოს თემი და სოფელი საჩინო.
საქართველოს პარლამენტის
სპიკერი ვ. გოგუაძე
თბილისი,
1994 წლის 14 ივნისი.