საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს კანონის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს კანონი „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. დაევალოს საქართველოს პარლამენტის საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა კანონიერების და ადამიანის უფლებათა და ეროვნულ უმცირესობათა საკითხების კომიტეტებს შეიმუშაონ და პარლამენტს განსახილველად წარმოუდგინონ წინადადებები ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ზ. ჟვანია.
თბილისი,
1996 წლის 17 მაისი.
№231–IIს.