საჰაერო ხომალდის გატაცების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საერთაშორისო კონვენციასთან შეერთების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
352
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1993-12-07
სარეგისტრაციო კოდი
480.370.000.09.001.000.018
საჰაერო ხომალდის გატაცების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საერთაშორისო კონვენციასთან შეერთების თაობაზე

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

საჰაერო ხომალდის გატაცების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საერთაშორისო კონვენციასთან შეერთების თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს რესპუბლიკა შეუერთდეს საჰაერო ხომალდის გატაცების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საერთაშორისო კონვენციას.

დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ აცნობოს ეს რუსეთის ფედერაციის, ამერიკის შეერთებული შტატების და დიდი ბრიტანეთის მთავრობებს.

2. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს შეიმუშაოს შესაბამისი წინადადებები შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაში კონვენციის ნორმათა ტრანსფორმირებისათვის.

საქართველოს პარლამენტის

სპიკერის მოადგილე ვ.რჩეულიშვილი

თბილისი,

1993 წლის 7 დეკემბერი.

კრებსითი — სრული ვერსია