საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ ჩიკაგოს კონვენციასთან შეერთების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
350
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1993-12-07
გამოქვეყნების თარიღი
1993-12-07
სარეგისტრაციო კოდი
480.140.010.09.001.000.016
საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ ჩიკაგოს კონვენციასთან შეერთების თაობაზე

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ ჩიკაგოს კონვენციასთან შეერთების თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს რესპუბლიკა შეურთდეს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციას.

დაევალოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ აცნობოს ეს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას.

2. დაევალოთ საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს და სამოქალაქო ავიაციის დერპარტამენტს, რომ შეიმუშაონ საკანონმდებლო წინადადებები შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაში კონვენციის ნორმათა ტრანსფორმირებისათვის.

საქართველოს პარლამენტის

სპიკერის მოადგილე ვ. რჩეულიშვილი

თბილისი,

1993 წლის 7 დეკემბერი.

კრებსითი — სრული ვერსია