საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„საქართველოს რესპუბლიკაში უცხოელთა დროებითი შემოსვლის, ყოფნისა და გასვლის შესახებ“ კანონის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს რესპუბლიკის კანონი „საქართველოს რესპუბლიკაში უცხოელთა დროებითი შემოსვლის, ყოფნისა და გასვლის შესახებ“ სამოქმედოდ შემოღებულ იქნეს 1993 წლის 1 სექტემბრიდან.
2. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს ერთი თვის ვადაში შეიმუშაოს და დაამტკიცოს ამ კანონის დებულებებიდან გამომდინარე ნორმატიული აქტები.
საქართველოს პარლამენტის სპიკერის
მოადგილე ვ. რჩეულიშვილი
თბილისი
1993 წლის 27 ივლისი.