საქართველოს პარლამენტის დადგენილება
სახელმწიფო საკუთრების, სახელმწიფო არქივებისა და სახელმწიფო ვალების სამართალმემკვიდრეობის შესახებ ვენის კონვენციასთან შეერთების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
შეუერთდეს საქართველოს რესპუბლიკა ვენის 1983 წლის კონვენციას სახელმწიფო საკუთრების, სახელმწიფო არქივებისა და სახელმწიფო ვალების სამართალმემკვიდრეობის შესახებ.
აღნიშნულ კონვენციასთან შეერთების დოკუმენტები საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადასცეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს.
საქართველოს პარლამენტის
სპიკერის მოადგილე რუსუდან ბერიძე
თბილისი, 1993 წლის 9 ივნისი.