„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დაზვერვის ოფიციალური წარმომადგენლების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 17 სექტემბრის №395 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
637
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2004-12-31
გამოქვეყნების თარიღი
2004-12-31
სარეგისტრაციო კოდი
480.070.000.08.002.003
„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დაზვერვის ოფიციალური წარმომადგენლების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 17 სექტემბრის №395 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №637

2004 წლის 31 დეკემბერი

 ქ. თბილისი

„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დაზვერვის ოფიციალური წარმომადგენლების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის                               17 სექტემბრის №395 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დაზვერვის ოფიციალური წარმომადგენლების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 17 სექტემბრის №395 ბრძანებულებაში (სსმ, 2004 წ., №102, მუხ. 874) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დაზვერვის ოფიციალური წარმომადგენლების გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურება განხორციელდეს შესაბამისი ნორმატიული აქტით განსაზღვრული საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების ნორმების მიხედვით“.

მ. სააკაშვილი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია