საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №636
2004 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმისა და „საქართველოს სამხედრო ძალებში გასატარებელი ღონიძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 12 ნოემბრის №505 ბრძანებულების მოთხოვნების შესაბამისად:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადაეცეს:
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალ გია გულუას სახელობის პოლიციის სპეციალური დანიშნულების სამმართველოს საშტატო რიცხოვნობა ბალანსზე რიცხული საშტატო ქონებით, მათ შორის ინფრასტრუქტურით, შეიარაღებითა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზით;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების ბალანსზე რიცხული ვერტმფრენები შესაბამისი სათადარიგო მარაგნაწილებით:
- მი-8 მტვ – 2 ერთეული
- მი-8 ამტ – 1 ერთეული
- მი-8 ტ – 8 ერთეული.
გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ვერტმფრენი:
- მი-8 მტვ – 1 ერთეული.
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 4 აპრილის №186 ბრძანებულება - სსმ III, №39, 06.04.2005 წ., მუხ.401
2. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (ირ. ოქრუაშვილი) განიხილოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალ გია გულუას სახელობის პოლიციის სპეციალური დანიშნულების სამმართველოს პირადი შემადგენლობისა და გადაცემული ვერტმფრენების ეკიპაჟის სამხედრო სამსახურში მიღების საკითხი მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (ივ. მერაბიშვილი), თავდაცვის სამინისტრომ, ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ალ. ალექსიშვილი) და ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი) ამ ბრძანებულების პირველი პუნქტის შესრულების მიზნით უზრუნველყონ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
მ. სააკაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 4 აპრილის №186 ბრძანებულება - სსმ III, №39, 06.04.2005 წ., მუხ.401