“მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთიონში ღვაწმოსილ მოღვაწეთა დაკრძალვის განმსაზღვრელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 14 სექტემბრის 405 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
621
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2004-12-28
გამოქვეყნების თარიღი
2004-12-29
სარეგისტრაციო კოდი
010.220.020.08.002.003.248
“მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთიონში ღვაწმოსილ მოღვაწეთა დაკრძალვის განმსაზღვრელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 14 სექტემბრის 405 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №621

2004 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

„მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ღვაწლმოსილ მოღვაწეთა დაკრძალვის განმსაზღვრელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 14 სექტემბრის №405 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ღვაწლმოსილ მოღვაწეთა დაკრძალვის განმსაზღვრელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 14 სექტემბრის №405 ბრძანებულების (სსმ III,  2000 წ., №86, მუხ. 750) პირველ პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილებები და სახელმწიფო კომისია განისაზღვროს შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი გაბაშვილი – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

ვაჟა აზარაშვილი – საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე

მანანა ახმეტელი – საქართველოს მუსიკალური საზოგადოების თავმჯდომარე

ზაზა ბეგაშვილი – ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე

გია ბუღაძე – თბილისის ა. ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორი

მანანა დოიჯაშვილი – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი

ავთანდილ ვარსიმაშვილი – თბილისის ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი

ალბერტ თავხელიძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი

გიგა ლორთქიფანიძე – საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი

რუსუდან ლორთქიფანიძე – თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი

დავით მაღრაძე – პოეტი, ქართული პენ-ცენტრის თავმჯდომარე

თენგიზ უთმელიძე – საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარე

ელდარ შენგელაია – საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარე

ტარიელ ჭანტურია – პოეტი

ზურაბ ჭიაბერაშვლი – თბილისის მერი.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია