საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №615
2004 წლის 27 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს რესპუბლიკის მაშველთა კორპუსის საქართველოს მხედრიონის მებრძოლთა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 23 აგვისტოს №269 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს რესპუბლიკის მაშველთა კორპუსის საქართველოს მხედრიონის მებრძოლთა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 23 აგვისტოს №269 ბრძანებულებაში და მედლით „მხედრული მამაცობისათვის“ დაჯილდოებულ დავით სულაძის ნაცვლად მიეთითოს დავით სუდაძე.
მ. სააკაშვილი