`საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ფონდი – ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)” შექმნის შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
561
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2004-12-03
გამოქვეყნების თარიღი
2005-12-29
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.08.002.003
`საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ფონდი – ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)” შექმნის შესახებ”

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №561

2004 წლის 3 დეკემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ფონდი – ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)” შექმნის შესახებ

საქართველოში ეკონომიკური ზრდის და სიღარიბის დაძლევის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ამ დარგში არსებული პრობლემების მოგვარების ხელშეწყობის მიზნით ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოსათვის გამოყოფილი დახმარების ფარგლებში, რომელიც გათვალისწინებულია ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას, რომელიც მოქმედებს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის სახით და საქართველოს მთავრობას შორის 2005 წლის 12 სექტემბერს ხელმოწერილი ათასწლეულის გამოწვევის შეთანხმებით (კომპაქტით), „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება №1094, სსმIII, №153, 30.12.2005წ., მუხ. 1691

1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „ფონდი – ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)” (შემდგომში – ფონდი).

2. საქართველოს მთავრობამ (ზ. ნოღაიდელი) უზრუნველყოს ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობის დამტკიცება.

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება №1094, სსმIII, №153, 30.12.2005წ., მუხ. 1691

3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (კ. ბენდუქიძე) 10 დღეში უზრუნველყოს ფონდისათვის შესაბამისი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემა.

4. (ამოღებულია).

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება №1094, სსმIII, №153, 30.12.2005წ., მუხ. 1691

მ. სააკაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1.საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება №1094, სსმIII, №153, 30.12.2005წ., მუხ. 1691

კრებსითი — სრული ვერსია